Tuesday, December 4, 2012

ტალღურასებრი

არაფარდი პარკხვევია (Ocneria dispar) — პეპელა ტალღურასებრთა ოჯახისა. დედალ-მამალი ერთმანეთისაგან განირჩევა სიდიდით, ფერით და ულვაშების ფორმით, რისთვისაც არაფარდი (არაერთნაირი) შეარქვეს. დედალი პეპელა კვერცხს დებს გროვებად (1500-მდე) შტამებზე, მსხვილ ტოტებზე და სხვა. წელიწადში ვითარდება ერთი თაობა. იზამთრებს მატლი. არაფარდი პარკხვევია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მატლი იკვებება ტყის ჯიშებისა და ხეხილის მწვანე ნაწილებით.
ბრძოლის ღონისძიებანი: კვერცხების გროვის გაჟღენთა კრეოზოტით, ნავთით ან მაზუთით. მატლების მოსასპოპად ხეებზე კონტაქტური და ნაწლავის შხამების შეფრქვევა.

ოქროკუდა (Euproctis chysorrhoea) — პეპელა ტალღურების ოჯახისა. ხეხილისა და ტყის ფოთლოვანი ჯიშების საშიში მავნებელია. პეპლის ფრთების შლილი 35 მმ აღწევს. ოქროკუდა თეთრია, წინა ფრთებზე ბოლოში ოთხი პატარა შავი წერტილი აქვს. დედალი ოქროკუდას მუცელი ოქროსფერი ბეწვების კონით ბოლოვდება (აქედან სახელწოდება). მატლი მონაცრისფრო შავია, მეჭეჭებზე აქვს ოქროსფერი ბეწვები. იკვებება ფოთლებით. მავნებლის მასობრივი გამრავლებისას მცენარე უფოთლოდ რჩება. ოქროკუდა ძველგანაა გავრცელებული; საქართველოში უმეტესად ქართლში, სამხრეთ ოსეთში, მესხეთსა და იმერეთში. ოქროკუდა ზამთრობს მატლის სახით საზამთრო ბუდეში. წელიწადში ერთ თაობას იძლევა.

ნიმფალიდისებრი

აფროსნისებრი

    აფროსნისებრნი (ლათ. Papilionidae) — დღის პეპლების ოჯახი. აერთიანებს 700 სახეობას. ფრთების შლილი 30 სმ აღწევს. მოხატულობა მრავალგვარია, მკვეთრი, ფოლადისფერი ელფერით. უკანა ფრთები ხშირად გრძელი კუდის მსგავსი გამონაზარდით ბოლოვდება. აფროსნისებრნი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში — 6 სახეობაა. ფართოდაა გავრცელებული მაქაონი, პოდალირიუსი, აპოლონი და შავი აპოლონი. საყურადღებოა კავკასიური ენდემი „ნორდმანი“ — Parnassius nordmanni, რომელიც ზღვის დონიდან 3600-3900 მ-ზე ადის და კავკასიური თაისი — Thaiscarisyi caucasica, რომლის მატლი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული ძირმწარათი იკვებება.

აბრეშუმხვევიარასებრი

    აბრეშუმხვევიასებრნი (ლათ. Bombycidae), მწრების ოჯახი ქერცლფრთიანების ანუ პეპლების რიგისა. სხეული შედარებით მასიური აქვთ, პირის აპარატი - რუდიმენტული, ულვაშები - სავარცხლისებრი, წინა ფრთების გარეთა კიდე - ამონაკვთული, ბოლოები - ნამგლისებრი. მატლის სხეულის წინა ნაწილი ვიწროა. მუცლის მერვე სეგმენტზე აქვს მოკლე, ქაცვისებრი გამონაზარდები. აბრეშუმხვევიასებრთა ოჯახი 20-მდე გვარს აერთიანებს. უმრავლესობა პროპიკულ ქვეყნებში ბინადრობს. კერძოდ საქართველოში, მოშენებულია თუთის აბრეშუმხვევია.









გაზაფხულის მახარობლები