Tuesday, December 4, 2012

ტალღურასებრი

არაფარდი პარკხვევია (Ocneria dispar) — პეპელა ტალღურასებრთა ოჯახისა. დედალ-მამალი ერთმანეთისაგან განირჩევა სიდიდით, ფერით და ულვაშების ფორმით, რისთვისაც არაფარდი (არაერთნაირი) შეარქვეს. დედალი პეპელა კვერცხს დებს გროვებად (1500-მდე) შტამებზე, მსხვილ ტოტებზე და სხვა. წელიწადში ვითარდება ერთი თაობა. იზამთრებს მატლი. არაფარდი პარკხვევია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მატლი იკვებება ტყის ჯიშებისა და ხეხილის მწვანე ნაწილებით.
ბრძოლის ღონისძიებანი: კვერცხების გროვის გაჟღენთა კრეოზოტით, ნავთით ან მაზუთით. მატლების მოსასპოპად ხეებზე კონტაქტური და ნაწლავის შხამების შეფრქვევა.

ოქროკუდა (Euproctis chysorrhoea) — პეპელა ტალღურების ოჯახისა. ხეხილისა და ტყის ფოთლოვანი ჯიშების საშიში მავნებელია. პეპლის ფრთების შლილი 35 მმ აღწევს. ოქროკუდა თეთრია, წინა ფრთებზე ბოლოში ოთხი პატარა შავი წერტილი აქვს. დედალი ოქროკუდას მუცელი ოქროსფერი ბეწვების კონით ბოლოვდება (აქედან სახელწოდება). მატლი მონაცრისფრო შავია, მეჭეჭებზე აქვს ოქროსფერი ბეწვები. იკვებება ფოთლებით. მავნებლის მასობრივი გამრავლებისას მცენარე უფოთლოდ რჩება. ოქროკუდა ძველგანაა გავრცელებული; საქართველოში უმეტესად ქართლში, სამხრეთ ოსეთში, მესხეთსა და იმერეთში. ოქროკუდა ზამთრობს მატლის სახით საზამთრო ბუდეში. წელიწადში ერთ თაობას იძლევა.

No comments:

Post a Comment