პეპლები საქართველოში

    პეპლების    რაოდენობა    მთელს    მსოფლიოში    საგრძნობლად    შემცირდა.    ამის
გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ პეპლების შემთხვევაში, როგორც ესთეტიკურად  მომხიბლავი 
მწერებისა,  განსაკუთრებით  იკვეთება ნატურალისტებისა და კოლექციონერების ფაქტორი. ამოტომაა, რომ ამ
ჯგუფიდან ყველაზე მრავალი წარმომადგენელია შეტანილი საბჭოთა კავშირის წითელ წიგნსა და ბუნების დაცვის
მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში.

     დღეისათვის, ცხრილში (ცხრილი 11) წარმოდგენილ მსხვილი პეპელების (Macro‐ lepidoptera)
 31  ოჯახიდან  
საქართველოში   აღრიცხულია   500-მდე   სახეობა,   მათ შორის 30% რელიქტები, ენდემები, სუბენდემები,
სამეცნიერო თუ ესთეტიკური მნიშვნელობის იშვიათი წარმომადგენლებია.
        დავასახელოთ            
ზოგიერთი მათგანი: მაგალითად, Papilionidae‐ს ოჯახიდან, საქართველოში გავრცელებულ 7 სახეობიდან  
შვიდივე   შეტანილია   საბჭოთა   კავშირის   წითელ   წიგნში.   მათგან ენდემია  ორი:  Parnassius

nordmanni  და  Allancastria caucasica.  Papilio
 machaon-ის შესახებ უნდა ითქვას, რომ საქართველოს
მთების სუბალპურ და ალპურ მდელოებიდან   აღწერილია   კავკასიური   ფორმა   ssp.
  rustaveli,   
რომელიც ნომინატიურ სახეობისაგან ვიზუალურად ზომის შედარებით სიმცირით, მკვეთრი კონტურებით და შავი
ნაფიფქის სიჭარბით გამოირჩევა. Pარნასსიუს აპოლლო, რომელსაც   1996  წელს   ბუნების   დაცვის   მსოფლიო
      კავშირის   წითელი   ნუსხის მიხედვით  მინიჭებული  აქვს  კატეგორია  -  მოწყვლადი  (VU, IUCN
 Red
 List,  1996)
საქართველოში    ორი    ქვესახეობითაა    წარმოდგენილი:    ssp.
  svaneticus    (დიდი
კავკასიონი) და ssp.
caucasicus (მცირე კავკასიონი).

No comments:

Post a Comment